(+ვიდეო) ფიქრია ჩიხრაძე: საჯარო განცხადებამდე, მარგველაშვილი პრემიერსა და შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში.

ჩიხრაძე აცხადებს, რომ გაურკვეველია ვინ შეიძლება იდგეს მსგავსი ზეწოლების უკან. გიორგი მარგველაშვილმა კი მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა:

„ჩვენ დინამიურ პროცესში ვცხოვრობთ და გვახსოვს ფაქტები, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. ყველა ეს ფაქტი ერთობლიობაში და ის, რომ ამ ფაქტებიდან არცერთი არ იქნა გამოძიებული სათანადოდ არ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს კასკადი ამ ტიპის დანაშაულებრივი წყებისა. ეს ძალიან მძიმე ფაქტებია და მიკვირს იმ ადამიანების, განსაკუთრებით თანამდებობის პირებს, მმართველი ძალის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ვერ აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას რაც აკისრიათ. ფაქტია, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ის არასერიოზული შეფასებები რომ პრეზიდენტი ვიღაცის დაკვეთას ასრულებს, არის მარტივი მანიპულაციები, რომ არსებული მძიმე სიტუაცია გადაფარონ.

ეს ფაქტი მოხდა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული და მივიღებთ ადექვატურ პასუხს. დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა ეს შემთხვევა, ჩვენ ვმსჯელობდით რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან, ვისი ინტერესი შეიძლება იმალებოდეს, ვამბობდით იმასაც რომ შესაძლოა არაფერი არ არის. პრეზიდენტი კატეგორიული განწყობა იყო, რომ ის არ აპირებდა თავიდან არავისთან ამ თემაზე საუბარს, რადგან მას აქვს წონადი არგუმენტები, თუმცა, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული თანდმებობის პირთა წრე ჩაეყენებინა საქმის კურსში და პირველ რიგში ვგულისხმობდით პრემიერ-მინისტრს. პრეზდენტმა პრემიერი და შს მინისტრი ამ საქმის თაობაზე ჩააყენა საქმის კურსში. მას ჰქონდა სურვილი, რომ უცნაურ პროცესთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ჩვენ ჩავთვალეთ რომ პრემიერი და შს მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არაერთხელ აფიქსირებდა პოზიციას, რომ პრობლემები იყო. არ მგონია, რომ ეს ისეთი ჩვეულებრივი საკითხები იყოს, რომ შეიძლება ვიღაცამ ყურადღება არ გაამახვილოს, ამაზე კი ვისმენდით კვლავ არაადექვატურ კომენტარებს. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ის, რომ მას კითხვის ნიშნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი განაწყობდა სკეპტიკურად და ამიტომ მოითხოვდა უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით ვისგან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

https://youtu.be/VKTGOMhFqBA

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში პრემიერთან შესახვედრად ჩამოყვანილი ლანჩხუთელი პედაგოგები ავარიაში მოყვნენ
შემდეგი სტატიასტამბოლის მერის განცხადებით, პუტჩისტებს “მოღალატეთა სასაფალაოზე” დაკრძლავენ