(VIDEO) პატრიარქს შესაძლოა დაცვა მოუხსნან-პატრიარქის დაცვის უფროსის სკანდალური განცხადება

პატრიარქს შესაძლოა, დაცვა მოუხსნან. ამ საკითხზე უახლოეს დღეებში სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.

ეს ინფორმაცია გადაცემა არჩევანს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, იოსებ ოხანშვილმა, დაუდასტურა.

მან სატელეფონო კომენტარის დროს არ დამალა, რომ გარკვეული უთანხმოება ქორეპისკოპოსის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის იყო, მაგრამ ეს ინციდენტი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და არა ფიზიკური დაპირისპირება.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ დააყენონ ეს საკითხი სინოდზე და მისი განხილვა მოხდეს. მაგრამ ამას ერთი მხარე ვერ გადაწყვეტს. ალბათ მეც დამიძახებენ. უშუალოდ პატრიარქთან მოხდება ამის გარკვევა და ის საერთო განხილვის თემა არ იქნება და სინოდი ვერ გადაწყვეტს. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. მე არ მგონია ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, აბსურდულად მიმაჩნია, რომ პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე,“ – განაცხადა სოსო ოხანაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=eH7lblnWsHw&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაოდესას ახალი გუბერნატორი ყავს… ვინ შეცვალა სააკაშვილი…?