(video) პატრიარქი: ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა ჩაატარა.

პატრიარქის თქმით, სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, ხოლო ბოროტება დაითრგუნება.

„სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას.

ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთის, მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა და მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს, მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია, ის მარცხენა მხარეს ირჩევს, თუ კეთილია – მარჯვენას. ღმერთმა ბოროტი ადამიანი რომ დააყენოს მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს შენდობა სთხოვა.

„მე ცოდვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი“, – ბრძანა პატრიარქმა.

https://www.youtube.com/watch?v=y60IAdtMrZE&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
შემდეგი სტატია(VIDEO) ,,ჩემი ანაფორა დაუფინეთ არ შესცივდეთო“ – სოსო ოხანაშვილი 2008 წელს ცხინვალში პატრიარქის ჩასვლის დეტალებს ჰყვება