15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

“ვიდეო პატიმრის ნათქვამს უფრო ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს”- ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.

„თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს.

რასაც პატიმარი სასამართლოზე ყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს“, – წერს ლომჯარია.

 

banner
წინა სტატიაშიკუპრაძე: „არაქართული ოცნება“ — მაშინ პატიმრების წამების მხილველი, დღეს კი თავად წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული
შემდეგი სტატიაუკრაინამ „ლუკოილის“ ქარხანასა და „ტრანსნეფტის“ სადგურზე დარტყმები დაადასტურა