ომსკში გაზპრომ ნეფტის საკუთრებაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, -იუწყება 112.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ განყოფილებას, AVT-11-ს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძრის ფართობმა 1000 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქარხანაში აფეთქება ქალაქის რამდენიმე რაიონში გაისმა და მისი სიმძლავრე ისეთი იყო, რომ „სახლები შეირყა“, -წერს NG55.
ომსკის გადამამუშავებელი ქარხანა ყველაზე დიდია რუსეთში და უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი ბენზინის წარმოების მეათედს. მისი სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 3,5 ათასს აჭარბებს.
ქარხნის პრესსამსახური ინფორმაციას ადასტურებს. ქარხანაში ახალი აფეთქებების საფრთხე არსებობს.