(Video) „ომეგა ჯგუფის“ სკანდალში კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა – ახალი ჩანაწერი

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე “კურიერი” მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გვარი ფიგურირებს.

სატელეფონო ჩანაწერში ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ

ჩანაწერი ასახავს სავარაუდოდ იმ ეპიზოდს, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი ორი დღის წინ “რუსთავი2”-ის ეთერში საუბრობდა. მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, საქმეში ჩაერთო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სწორედ ფარცხალაძის ჩართულობის გასარკვევად დაუკავშირდა ყიფიანი კვირიკაშვილს.

ლევან ყიფიანი: მითხრა რომ დაიჭირე ამასთან.

ნიკოლოზ ასანიძე: ბიძინას ——

ლევან ყიფიანი: კი, ოთართან დავიჭირე აი ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა ამოვედი მივედი ოთარისთან ასე თუ ისე მე გაყოფილი მაქვს თავი შარში და ის პრობლემები რომლებიც იყო შექმნილი და რომელიც მე ეხლა ბიძინამაც შენიშვნა მითხრა რატომ არ მოხვედი ჩემთან რატომ მიხვედი სხვაგან რატო ისა და ასე ვთქვათ მე ავიღე ჩემ თავზე ეს უდარი.

ნიკოლოზ ასანიძე : საიდან გახმაურდა? როგორ იმას ქნა ეს ამბავი ერთხელ დამირეკე შენ და მითხარი რომ …

ლევან ყიფიანი: მივედი პრემიერ მინისტრთან და ვუთხარი ესე და ესე და პრემიერ მინისტრი ავარდა იქა და უთხრა ესე და ესე რო რაღაცა ეს. ისე შენო რას პანიკობოესო ყველაფერიო…

ნიკოლოზ ასანიძე: ეს ოთარიმ გითხრა?

ლევან ყიფიანი: ეს მითხრა კვირიკაშვილმა.

ნიკოლოზ ასანიძე: არა ჯერ ოთარისთან გქონდა რაღაც დაძაბულობა.

ლევან ყიფიანი: დაძაბულობა უთხარი რომ რა გინდა მეთქი შენ? რა გინდა მეთქი შენ? მე და ზაზა ერთად მივედით ზაზას ელაპარაკა მე უთხარი რომ მე უთხარი, ზაზა არ არი მეთქი მერე მე მივედი მარტო ზაზა არ წამომყვა და მივედი მარტო. ნუ იქაც მოხდა შელაპარაკება.

ნიკოლოზ ასანიძე: შაბათს მირეკავდი რაღაც მინდა გითხრაო და მერე ბავშვთან ვარ ეხლაო გასვენებაში ვიყავი.

ლევან ყიფიანი: კი, კი ხოდა მაგას გიყვები ხოდა მაგას გიყვები. მერე მოხდა ისე რო იქ ბიძინამაც ჩაერთო მეორედ, არა მეთქი ყველაფერი მოვაგვარე, ჩვენი საერთო მეგობარი ჩადგა შუაში ანუ ის დაძაბულობა მოიხსნა.

https://www.youtube.com/watch?v=IM8cjpWrf6k&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიამ კვირაში ბიძინა ”ქართულ ოცნებას” დიდ სიურპრიზებს მოუწყობს და ხმაურიანი დაჭერები იქნება – კილაძე
შემდეგი სტატიაოკუპანტენტების მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს