(VIDEO) ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ თქვენ უძლური ხართ -სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ახალი ეტაპი იწყება, რითაც გაგრძელდება 2003 წელს დაწყებული სვლა ევროპული მომავლისკენ.

„ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ თქვენ უძლური ხართ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ თქვენს მომავალზე, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელში არ არის,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარტიის მიმდინარე ყრილობაზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველა იმ ადამიანის პარტიაა, რომლებსაც დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ.

სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ ემიგრაციაში მყოფები დაბრუნდნენ და აქ ააშენონ უკეთესი მომავალი.

„მზად ვარ გავაგრძელო ბრძოლა თქვენთან ერთად, როგორც პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოში ოლიგარქიულ რეჟიმს და დავამარცხებთ მათ,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=oFA2I9VaWRI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) “იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ”- სანდრა რულოვსი
შემდეგი სტატია(video) “ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ” – გრიგოლ ვაშაძე