“რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “არჩევანში” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სტუდიაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისგან მიიღებდნენ შენიშვნას, მაგრამ არა “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელსაც “კასტილებიანი კაცი” ჰყავდა, რომლის ერთადერთი ფუნქცია ადამიანების გაუპატიურება იყო.
ნაცვლიშვილის ამ განცხადებას ნიკა მელია გამოეხმაურა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “დაქოქილი თოჯინები” უწოდა.
“დაქოქილი თოჯინებივით მოხვედით, დაწერილი მესიჯბოქსებით. ბედუკაძე ხართ თავიდან ბოლომდე, თოჯინებივით მოხვედით. კრებითი თქვენი სახელი ნარმანიაა. დაგეჭირათ ეს კასტილებიანი კაცი მერე 4 წლის განმავლობაში,”- განაცხადა ნიკა მელიამ.
https://youtu.be/8EU5vFdNvQ8