(video) მე მზად ვარ, ჩავბარდე სიხარულით ნებისმიერ ორგანოს

მე მზად ვარ, ჩავბარდე სიხარულით ნებისმიერ ორგანოს

rusudan_kervalishviliარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, “ცენტრ-პოინტ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებლის რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, მზად არის ყველაფრისთვის, ოღონდ მათ გამო კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაზიანდეს.

“მე მზად ვარ, ჩავბარდე სიხარულით ნებისმიერ ორგანოს, ვინც ამას თავის თავზე აიღებს, ოღონდაც შეწყდეს შანტაჟი – მე მხოლოდ ამას ვუწოდებ სალომე ჩარკვიანის და ირაკლი მინდელის დაკავებას. სალომე ჩარკვიანი, სამი შვილის დედა კომპანიაში 12 წლის წინ მუშაობდა, დღეს მისთვის ბრალის შეფარდება, როდესაც მე და ჩემი და სამი წლის განმავლობაში, 2013 წლის 13 ივლისიდან ყოველ კვირაში ვართ სასამართლოში, ყოველ კვირაში ჩვენი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ჩემი და ჩემი დის ერთადერთი ამოცანა არის მხოლოდ იმ რეაბილიტაციის წარდგენა, რასთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ 2010 წელს ჩემი ვიცე-სპიკერობის დროს მივმართე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რომ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში ოკუპაციის შემდეგ ჩავარდა ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ჩემი დის მიერ აშენებული სასტუმრო “პრინცი მაჩაბელი” სამაჩაბლოში, დღეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი შტაბი. ეს არის ერთი პატარა ზიანი, რომელიც კომპანიას მიადგა, თუკი ამას პატარა შეიძლება ვუწოდოთ და სხვა მრავალი ზიანი. მიუხედავად ამისა, სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომლის გამოც ჩვენ ადამიანები გვენდნენ, მხოლოდ ჩვენს მიმართ ნდობით შეიტანეს თავიანთი თანხები და არანაირად არ მაქვს თავის მართლების სურვილი”, – განაცხადა კერვალიშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში.

მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანები მხოლოდ იმის გამო ისჯებოდნენ, რომ მათთან კავშირში არიან.

“რაც კი უნდათ ყველაფერს ვაღიარებ, მზად ვარ ყველაფრისთვის, ოღონდ ჩვენს გამო არ იყოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალებული, ეს უკვე შეუძლებელია. ის ციფრები, რაც არის, არის ჩემს მიერ მიწოდებული ზურაბ ადეიშვილისთვის, 6200 არის ზოგადად მობინადრე, 11 ათასი ადამიანი ჰყავდა ჩემ დას დასაქმებული წლების განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი პროცესი, რომელიც უკავშირდება მშენებლობას, რომლის გამოც, ამ პრობლემების გამო ახლა უკვე 9 ადამიანია, რომელმაც თავი მოიკლა იმ პრობლემების გამო, რომელიც მშენებლობაში წარმოიქმნა, ეს ჩემთვის ძალიან ტრაგიკულია, ჩემი დეიდაშვილიც მათ შორის, ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, მე ვარ ის ადამიანთა შორის, რომელთა თავზეც ამ ყველაფერმა გადაირა”, – განაცხადა კერვალიშვილმა.

 

https://youtu.be/gyYQ5cfduj4

banner
წინა სტატიაში(video) კემერონმა პრემიერის პოსტზე თავისი შემცვლელი დაასახელა
შემდეგი სტატია(ვიდეო) “ქართული ოცნების” საარჩევნო სია-ახალი სახეების წარდგენა საგურამოში