(ვიდეო) მურმანსკელი მამაკაცი, რომელიც აფხაზეთში იძულებით იყო, სახლში მიემგზავრება

რუსეთის მოქალაქე, მურმანსკელი ალექსეი კორსაკოვი დღეს, აფხაზეთში ორწლიანი იძულებითი ყოფნის შედეგ, საკუთარ სახლში მიემგზავრება.
ოპერაციის დეტალები არ ვრცელდება – წერს რუსული მედია.
მამაკაცმა 2014 წელს აფხაზეთში ტურისტად ყოფნისას, პასპორტი დაკარგა. მან რამდენჯერმე მიაკითხა რუსეთის საელჩოს სამგზავრო დოკუმენტის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ. მისი იძულებითი მძევლობა მას შემდეგ დასრულდა, რაც მამაკაცმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ის ახლობლებს საკუთარ შემთხვევაზე უყვება. მამაკაცის პასორტის აღდგენა ოჯახის წევრების დიდი მონდომების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მამაკაცი აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში,მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა.

 

https://youtu.be/Zlm34QrZuFs

banner
წინა სტატიაშითურქეთში პუტჩის ორგანიზატორები ერდორანის ოზთურქით შეცვლას აპირებდნენ
შემდეგი სტატიაიან კელი: ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ