(video) მუხურელი მოსწავლეები სოფელში დაკარგულ ტრაქტორზე მღერიან

ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურას საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მათ სოფელში, თოვლის ნამქერში დაკარგულ ტრაქტორს სიმღერა მიუძღვნეს.

ვიდეო, სადაც სკოლიდან შინ მიმავალი რამდენიმე მოსწავლე დაკარგულ ტრაქტორზე მღერის, “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა და პოპულარული გახდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ მუხურაში, თოვლისგან გზის გაწმენდაზე მომუშავე ტრაქტორს საწვავი დაუმთავრდა, რის შემდეგაც ის ადგილზე დატოვეს, მეორე დღეს კი ვერ იპოვეს იმის გამო, რომ თოვლის ნამქერმა დაფარა. ტრაქტორი ამ დრომდე არაა ნაპოვნი.

 

https://youtu.be/u4x0yfW6–M

 

banner
წინა სტატიაშიევროდეპუტატები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარს უჭერენ
შემდეგი სტატიაშვარცნეგერი ტრამპს ადგილების გაცვლას სთავაზობს