(Video) მოზარდების დაჭრისთვის მათი ყოფილი კლასელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული მათი ყოფილი კლასელია:

“2000 წელს დაბადებული ა. ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 31 იანვარს თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, ე. წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა. ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ კლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი. ც.-ს ცივი იარაღით მუცლის და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ. ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ა. ნ. სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 117-ე მუხლით”.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
შემდეგი სტატიამარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის სკოლაში ხანძარი იყო