(VIDEO) მომაკვდავი “ბაიკერის” გზავნილმა ქსელი შეძრა

მილიონი ნახვა დღეში… ასეთი შედეგები დაფიქსირდა ინტერნეტში რამდენიმე სოციალურ ქსელში განთავსებული მომაკვდავი ამერიკელი მოტოციკლისტის გზავნილი, რომელიც მან ავარიის შემდეგ მოსალოდნელი გარდაცვალების წინ ჩაწერა. ამერიკელი მოტოციკლისტი კევინ დიპენბროკი ტეხასის ერთ-ერთ ტრასიდან, მთის ფერდობიდან გადავარდა. 32 მეტრი ფრენის შემდეგ მიწაზე დაცემულ ,,ბაიკერს,, 17 მოტეხილობა ჰქონდა. თუმცა მან ძალა მოიკრიბა და ტელეფონით ვიდეომიმართვა ჩაწერა ახლობლების მიმართ, სადაც მშობლებს და მეგობრებს დაემშვიდობა. ბოდიში მოუხადა მათ, რომ სულელურად იქცეოდა- “მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველანი მიყვარხართ. მაპატიეთ იმის გამო, რომ სულელი ვიყავი. მაგრამ თქვენ იცით, რომ ამაშიც საკუთარ თავს ვგავდი”.

ყველაზე საოცარი ამ ისტორიაში გახლავთ ის, რომ დიპენბროკი გადარჩა… და ის დღეს ცოცხალია და მკურნალობას გადის. თუმცა ადგილზე დაიღუპა მისი მეგობარი მეორე მოტოციკლისტი, 29 წლის ფილიპ პოლიტო, რომელიც კევინთან ერთად იჯდა მოტოციკლზე.

banner
წინა სტატიაში“გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავეები აგებენ პასუხს”- კალაძე გადატრიალების მცდელობაზე
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ სანდრაც ჩვენ გვერდით იქნება