(ვიდეო) მჯეგავდნენ და ვთხოვე რომ წყნარად მოიქეცით მეთქი, დანარჩენი არავისთვის არაფერი არ მითქვია

თბილისის მერის დავით ნარმანიას მოხსენებას პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული მელორ ვაჩნაძე ესწრება. როგორც მელორ ვაჩნაძემ აცხადებს, იგი საკრებულოში მოქალაქის სტატუსით იმყოფება, მას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და ამის გამო აინტერესებს მერის მოხსენება.
მელორ ვაჩნაძემ უარყო საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა.
საკრებულოს სხდომა, რომელზეც დავით ნარმანიას უსმდნენ, არასამთავრობოთა ერთი ნაწილის ხმაურით შესვლის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა, სხდომა ამჟამად გრძელდება.
“მჯეგავდნენ და ვთხოვე რომ წყნარად მოიქეცით მეთქი, დანარჩენი არავისთვის არაფერი არ მითქვია. ჯიკაობის გარეშეც შეიძლებოდა დალაპარაკება”- ასე პასუხობს მელორ ვაჩნაძე შეკითხვას, თუ რა სტატუსით იმყოფება დღეს ის საკრებულოს შენობაში, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

https://youtu.be/72_gqAiPWVY

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი: არ შეიძლება პროვოკაცია, ეს არის საკრებულო
შემდეგი სტატიარუსეთში ძეხვის ძეგლი აიღეს