(Video) მიხეილ სააკაშვილმა პირადად მომიბოდიშა, ვთვლი რომ ეს იყო სერიოზული ნაბიჯი მისგან – ლევან ბერძენიშვილი

მე ვიღებ მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს – ასე პასუხობს „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებთან დაკავშირებით.

საუბარია 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, სადაც ლევან ბერძენიშვილს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ბრალი რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში დასდო და სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ამ საკითხზე უკვე ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, პირადად მოისმინა მიხეილ სააკაშვილის ბოდიში და მიიღო მობოდიშება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის საელჩოსთან და რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც არანაირი ფარული არ იყო, იყო ღია საუბარი გამოვდივართ თუ არა „ესენგედან“.

ბრალი დამდეს, დიახ. მე ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლ ვაშაძე ფეისბუქით, გავერკვიეთ ამ საკითხში, რაც დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია ეს საკითხი სწორად. მე ვფიქრობ არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილია თუ ახლანდელი, მივიდეს სპეციალურად კაცთან და მოუხადოს ბოდიში და მე ამას ვთვლი, რომ სერიოზული ნაბიჯი იყო მისგან “-ამბობს ბერძენიშვილი.

“რესპუბლიკურმა” პარტიამ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

https://www.youtube.com/watch?v=aYDEitXfkQI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2PKzlR-k5H-j7KDQihzZstJA_6ETIv6KRoprkwnBbQs3PgIGeGQQZuOU4

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა იყოს გამოყენებული სისტემის დემონტაჟისთვის – ვაშაძე
შემდეგი სტატიაკანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება – კობახიძე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ