(Video) მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამდე პარტიის თავჯდომარის პოსტი იქნება ვაკანტური-ბოტკოველი

ნაციონალური მოძრაობა დაუტოვებიათ ადამიანებს, მაგრამ ძირეული რყევა არ განხორციელებულა პარტიაში, ამ ყველაფრით ჩვენ არ ვზარალდებით,-აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი გადაცემა ,,პრიორიტეტში” საუბრისას.

ბოტკოველის თქმით, ეს არ არის კარგი პროცესია, მაგრამ ეს არც პარტიის ნგრევაა. წავიდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია 500 ათასი მხარდამჭერის შეხედულებები.

მისი თქმით, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა, ამ ვიწრო ჯგუფის სურვილი იყო, რომ არ ჩატარებულიყო მრავალრიცხოვანი ყრილობა. 20 იანვრის ყრილობისთვის, ბოტკოველის თქმით, ყველაფერი მომზადებულია 90% . ბოტკოველი ამბობს, რომ ახალი თავმჯდომარე არ იქნება არჩეული, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება იქნება თუ არა ისევ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე, მანამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა იქნება ვაკანტური.

https://www.youtube.com/watch?v=3DXJNzLrbIo&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლე პენი “ტრამპ-თაუერში” შენიშნეს
შემდეგი სტატიაის ბავშვები და უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც ზოგადი განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ