(video) მიხეილ სააკაშვილი:”რეგიონში კონტრრევლუციის ნიშნებია”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ოდესაში ნაციონალური გვარდიის შეყვანას სთოხვს. შესაბამისი ვიდეომიმართვა ოდესის გუბერნატორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გვარდიის შეყვანის საჭიროება სააკაშვილმა 2 მაისის ტრაგედიის მეორე წლისთავით ახსნა. მიის თქმით, რეგიონში “კონტრრევლუციის ნიშნებია”.

“ჩვენ სახელმწიფოს დაშლის ყველა ნიშანი გვაქვს. მსურს, 2 მაისის სევდიანი წლისთავის წინ და იმ ფონზე, რომ უკრაინის მტრები აშკარად ემზადებიან ოდესასა და ოდესის ოლქში, მოვთხოვო პრეზიდენტს, დაგვეხმაროს წესრიგის დამყარებაში”, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ამას გარდა, გუბერნატორმა განაცხადა, რომ საჭიროა ოდესაში ახალი პროკურორის დანიშვნა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ თანამდებობაზე დავით საყვარელიძე დაბრუნდეს.

https://youtu.be/OAlmzptEeuk

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო
შემდეგი სტატიათბილისის მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს