(video) მიხეილ სააკაშვილი: წელს კახეთში ყურძენს დავწურავ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის წელს ყვარელში, საკუთარ ვენახში ყურძენს დაწურავს.

ამის შესახებ მან „ნანუკას შოუში“, ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ ყვარლიდან დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემს ვენახში ძალიან მინდა დაბრუნება. რთველზე სპეციალურად დამელოდებიან. იმედია, მანამდე არ დაკრეფენ. ასე რომ, წელს კახეთში ყურძენს დავწურავ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://youtu.be/TOKM98XO7KY

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის მეუღლეს სანდრა რულოვსს პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, ახლა კი – დიდი პოლიტიკოსი გახდა.

როგორც მან „ნანუკას შოუში“ განაცხადა, მის მეუღლეს ცხოვრებაში ძალიან მტკიცე შეხედულებები აქვს.

„სანდრას არასდროს აინტერესებდა ასე პოლიტიკა, ახლა გახდა დიდი პოლიტიკოსი. სანდრას აქვს წარმოუდგენელი კაცთმოყვარეობა და ადამიანების წარმოუდგენელი სიყვარული. დაუდგა მომენტი, როდესაც ნეიტრალიტეტი შეუძლებელია და პოლიტიკაში არყოფნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ ეხმარები. პირველად რომ „რუსთავი 2“-ზე, „ვანოს შოუში“ ვნახე, მივხვდი, რომ რაღაც პოლიტიკურად აჭიკჭიკდა, მაგრამ არ მოველოდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის ჰოლანდიური ხასიათი აქვს და „თუ რამეს ხელს კიდებს უკან დასახევი გზა აღარ არის“.

https://youtu.be/80KqBS34dko

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა
შემდეგი სტატია“ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს,”-იენს სტოლტენბერგი