(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მეგრელებს  მიმართავს. ვიდეო მისი “ფეისბუქის” ოფიციიალურ გვერდზე გავრცელდა. “მიმართვა მეგრელებს”, ასე ჰქვია ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჭაობიდან ამოყვანის საქმეში სამეგრელო ლოკომოტივი უნდა გახდეს.

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს დიდად არ ეპიტნავება და არ უყვარს სამეგრელო, მაგრამ დანარჩენმა საქართველომ იცის მისი პოტენციალი. სამეგრელო უნდა გიყვარდეს და გესმოდეს. საქართველოს ჭაობიდან ამოყვანის საქმეში სამეგრელო უნდა გახდეს ლოკომოტივი, ხოლო თითოეული თქვენგანი – მემანქანე”, – ამბობს მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=U_51ogiBsFU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე:რუსეთ-თურქეთის სამიტის მოლოდინები