(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს

მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ტურში გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ტურისთვის ჩამოსვლას გეგმავდა.

„დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებს და დისკუსიებს, რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი. ერთი რამ მინდა გითხრათ. მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირპისრების ინსიპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოვლეთვის ძალიან ნათელი. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი მეორე ტურისთვის ჩამოსვლას, ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორ უნდა მოხდეს ეს არის ადგილზე მყოფი აქტივისტების და ლიდერების გადასაწყვეტი, რადგან ადგილზე ისინი უკეთესად ხედავენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანიპულაციების და გაყალბებეთან გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. „ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი გაყალბება და მანიპულაციები, ეს პრაქტიკულად ყველამ იცის საქართველოში, ეს არის შეუქცევადი პროცესი, რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების. მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გამარჯვებამდე, ახლა მნიშვნელოვანია, ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, მნიშვნელოვანია არ შეპუება ამ აფიორასთან, გაყალბებეთან, მანიპლაციებთან, ზეწოლასთან. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ არშეპუება და საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

https://www.youtube.com/watch?v=KbEcd-4L4lc

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: „კაბელების საქმე“ ძალიან დიდი და სამარცხვინო ლაქაა საქართველოს მართლმსაჯულებისთვის