(video) მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 7, 2017 23:23

(video) მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილი შესაძლო რისკებზე “არჩევანის” პირდაპირ ეთერში საუბრობს.

“იქ რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს ძალიან ბევრი ახალი მესერი, მავთულხლართები, ჩაიყვანეს ბეტეერები, გააორმაგეს მესაზღვრეთა რაოდენობა, სპეციალური ჯგუფები გააგზავნეს, კიევიდან კი, ისინი ემზადებიან ჩემ არ გასატარებლად. ლეგალურად მე მაქვს უფლება დავბრუნდე უკრაინაში. მე არ მაქვს არცერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი, არ მაქვს მართვის მოწმობაც კი, უკრაინის პასპორტით გადავადგილდები, რომელსაც ევროპელები აღიარებენ, სპეციალური შემთხვევაში, არაფორმალურად აღიარებენ, ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გაკეთდა ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მას აქვს უკრაინაში შესვლის უფლება და ის შევა უკრაინაში.

„ერთადერთი რაც შეძლება მათ გააკეთონ, უბრალოდ მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყოფილ პრემიერმინისტრზე, ბიძინა ივანაშვილზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პუტინის დაკვეთით მოქმედებს.

“ივანიშვილს უნდოდა გაეკეთებინა ის, რაც გაუკეთა ბაჩოს, ვანოს, რომ ჩავესვი 4 კვადრატულ მეტრ კამერაში და 4 წელი იქ ვყოფილიყავი, სანამ გაარკვევდნენ ვითომ პროკურორები, ჩემი კოსტიუმების ბედს. ეს იყო პუტინის დაკვეთა. ახლა დაემთხვა პუტინის და პოროშენკოს ინტერესები. არ ყოფილიყო ის სიტუაცია, რაც ვანოზე და ჩამოვიდოდი სასამართლოში ვაგებდი პასუხს, მაგრამ რაზე უნდა ვაგო პასუხი? თითიდან გამოწოვილი ჭორვილელი ოლიგარქის ავადმყოფურ ფანტაზიებზე? “ – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ყველანაირი გეგმისთვის მზად არის.

“მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, თუ ეს ორი ოლიგარქი მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას და მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემს ივანიშვილს პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? მე მზად ვარ თავი გავწირო საქართველოსთვის,“ – განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

 

 

https://youtu.be/SXURPvwzrmg

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 7, 2017 23:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics