(video) მიხეილ რამიშვილი ვიდეოჩანაწერების ტექტის ნაწილს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ პროკურატურა ცრუობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ვიდეოჩანაწერების ტექტის ნაწილს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ პროკურატურა ცრუობს და მან დამონტაჟებული საუბარი გამოაქვეყნა, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

მიხეილ რამიშვილი დეკანოზის ჩანაწერიდან იმ ფრაგმენტს კითხულობს, სადაც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის „მარილზე გაშვებაზეა“ საუბარი.

„როდესაც საუბარი მიმდინარეობს რესტორანში, როდესაც ნახსენებია, რომ შორენა მარილზე უნდა გავიდეს, მას წინ უძღვის შემდეგი გარემო, როცა შედის ირაკლი მამალაძე, მას მამა გიორგი ხვდება, ქურთუკს იზომავს, ხუმრობენ, იცინიან, ეკითხება თავის კლასელზე, რომელიც კლინიკაში მუშაობს და ა.შ. წარმოდგენა რომ ჰქონდეს საზოგადოებას საუბრის თანმიმდევრობა, იმიტომ ვყვები ამას…

ირაკლი ეკითხება: შორენას სად უშვებთ? მამა გიორგი პასუხობს – შორენას მარილზე. ისევ ირაკლი: სად მარილზე? – მარილზე, პასუხობს მამა გიორგი. – მაგას ხომ იცი, წინასწარმეტყველება აქვს, მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა, შენ ფსიქიკურად შეიშლებიო, პატრიარქის გარდაცვალებამდეო და საპატრიარქოს დაუწყებ „კრუგების“ რტყმასო და არ შეგიშვებენ შიგო, ეგ იცის მაგან.

ამის შემდეგ ირაკლი მამალაძე ეკითხება: – ანუ, შენ შეიძლება შორენას ადგილზე წახვიდე?

უბრალოდ, მამა გიორგიმ იგულისხმა, რომ წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, შორენა ჩამოშორდება თავის საქმეს. ძალიან მრავალია ასეთ თემებზე ლაპარაკი, რაც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში არ მოხვდა“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

https://youtu.be/k6xQGh3eCsM

banner
წინა სტატიაში(video) ირაკლი მამალაძის თქმით, გამოძიებამ კიდევ ერთი პირი დაკითხა, ვისაც დეკანოზმა ციანიდი თხოვა
შემდეგი სტატიაბელგიაში ტერორისტების მფარველობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს