(video) მგზავრის თვითმფრინავის ბორტიდან ძალით ჩამოყვანის ვიდეომ ჩინელების აღშფოთება გამოიწვია

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის თანამშრომლების მოქმედებამ, რომლებმაც ჩინელი თვითმფრინავის ბორტიდან ძალიან “გადმოათრიეს”, ჩინეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია – დღეს South China Morning Post-ი ავრცელებს.
ინცდენტის ვიდეო 9 აპრილს ჩინურ მიკრობლოგ Weibo-ში გამოქვეყნდა, დღეისთვის ის უკვე 120 მილიონმა მომხმარებელმა ნახა. ბლოგერები აღშფოთებას გამოთქვამენ 69 წლის ჩინელი ექიმისადმი მიყენებული ტრავმის გამო – ვიდეოზე ჩანს, რომ მას სახე დასისხლიანებული აქვს.
“ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი რეპუტაცია გავანადგუროთ მსოფლიოს მასშტაბით, მანამდე, სანამ გულწრფელ ბოდიშს არ მოვისმენთ თქვენგან” – წერენ Weibo-ს მომხმარებლები ავიაკომპანიის მისამართით.

ჩიკაგოს საავიაციო სამმართველო მომხდარს იძიებს. დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც მგზავრი რეისიდან მოხსნა, სამსახურიდან დროებით გადააყენეს. United Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ოსკარ მუნიოსმა ინციდენტს “სევდისმომგვრელი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციაში პარლამენტის მისამართს აღარ ჩაწერენ
შემდეგი სტატიამე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე