(ვიდეო) მეუფე პეტრეს პოლიტიკური აღსარება-პატრიარქს განსაკუთრებულად უყვარდა ბაჩო ახალაია

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე, ეკა ხოფერიას, უტრირებულად რომ ვთქვათ, პოლიტიკური აღსარება ჩააბარა, ანუ სასულიერო პირმა იმ თემაზე საჯაროდ ისაუბრა, რომლის შესახებაც აქამდე ხმები დადიოდა. მოკლედ, მეუფემ არ დამალა, რომ „ნაციონალებთან“, კერძოდ, მამა-შვილ ახალაიებთან მეგობრობდა.
„ვაჟიშვილი ბაჩო, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ახალი დანიშნული იყო შს მინისტრად. როცა დარეკეს უნდოდა, რომ კურთხევა აეღო და როცა გაიგეს, რომ უწმინდესი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, უწმინდესმა თქვა, რომ აქ მოვიდესო, დარბაზი სავსე იყო და როცა შემოვიდა, იმდენად უყვარდა პატრიარქს, ამ ოჯახის მიმართ იყო გამორჩეული და გრძნობდა მათ გულწრფელ დამოკიდებულებას. ფეხზე წამოდგა, მივესალმოთ შს მინისტრ ბაჩო ახალაიასო, ტაში დაუკრა და მთელი დარბაზი აჰყვა უწმიდესს. უკვე 2-3 თვეში ეს ადამიანი ხდება ციხეში, ადამიანი, რომელიც თავისით ჩამოვიდა რამდენიმე დღეში, თვითონ გადალახა საზღვარი, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში, ესეც ხომ დასაფასებელია და მიმაჩნია, რომ არის ოჯახი, რომელსაც ქვეყანა უყვარდა და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ და იქვე დასძინა, რომ იმ დროს, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი იყო, ბრალდებულებს როლანდ ახალაიასთან საპროცესო გარიგების თაობაზე შუამდგომლობდა.
„ვერ გავიხსენებ შემთხვევას, მოვრიდებოდი ჩემი კომუნიკაციის საშუალებას და არსებული რესურსი არ გამომეყენებინა მათ სასარგებლოდ, ეს იყო საპროცესო გარიგება თუ თხოვნა. არასდროს მოვრიდებივარ  და პირადი ურთიერთობა დამიზოგავს, ყოველთვის მინანია. იყო შემთხვევები როდესც მოდიოდნენ, თითქოს ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ამ დროს აღმოჩდებოდა რომ ეს ასე არ იყო. ფინასურადად მე თუ არ მქონდა, ეკლესიის რესურსიც გამომიყენებია საპროცესოს შეგროვებაში. ეს ოჯახი უფრო მეტი მსხვერპლი აღმოჩდა შიდა ინტრიგებისა, დაპირისპირების და მტრობის, ასევე ინფორმაციულადაც, ვიდრე რეალურად იყო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა რომ ჩემი თანადგომა სჭირდებოდა ამ ოჯახს“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

https://youtu.be/a_OEB4I9e1E

https://youtu.be/9-jWD3xGZsM

banner
წინა სტატიაში(video) ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნსი პირდაპირ ეთერში წაიქვა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,ანალიზში რატომ არ დამეხმარე, გრიგორიჩ!”