(video) მეუფე იაკობი: ჩვენს პატრიარქს ღმერთი იცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ იცავს ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

მეუფე იაკობი „რუსთავი 2“-ის შეკითხვას, თუ “ვინ იცავს ახლა პატრიარქს”, პასუხობს, რომ მას ავაზაკებისგან ღმერთი იცავს.

„ახლა იქ იმდენი ეპისკოპოსია, რაში სჭირდება ან ოხანაშვილი და ოხანაშვილის დაცვის ბიჭები. ბევრი ეპისკოპოსია, ისინი ახლობლები არიან. იმათ თვითონ აქვთ თავი დასაცავი, ვინ უნდა დაიცვან,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ფაქტს, მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჭორაობა“ არ სურს და აღნიშნულ თემაზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

https://www.youtube.com/watch?v=FFC3Uck5B3A&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშილეგენდარული ჯაზმენი ელ ჯერო გარდაიცვალა
შემდეგი სტატია,,ძალიან მაშფოთებს პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენები”- თამარ ჩხეიძე