(video) მეუფე დიმიტრი: ეს იყო შეთქმულება არა მარტო მის წინააღმდეგ არამედ, ეკლესიის წინააღმეგ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრის განცხადებით, დეკანოზმა მას მოუბოდიშა და უთხრა, რომ ბევრ საკითხს მასთან (მეუფესთან) არ ათანხმებდა. მეუფეს თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

“ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მან ბოდიშიც მოიხადა, რომ ბევრ საკითხებს მე შენთან არ ვათანხმებდიო. მე ვკითხე მას, თუ შორენამ შეგიკვეთა და მე მთვლი მოძღვრად, რატომ არ ჩამაყენე საქმის კურსში-მეთქი, მან თქვა, რომ ეს იყო მისი შეცდომა… მთავარი კითხვა ჩემი ის გახლავთ, იქ როდესაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე, ტკბილის და ა.შ. ვისზეა საუბარი – ადამიანზე, ცხოველზე… თვითონ როგორც ამბობს, დამონტაჟებულია უცნაურად. ირაკლი მამალაძე მისვამს კითხვებს და მე ვეუბნებიო, ეს ადამიანის მოსაკლავად კი არ მინდაო”, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

როგორც მეუფე დიმიტრი ამბობს, ის იყო შეთქმულება არა მარტო მის წინააღმდეგ არამედ, ეკლესიის წინააღმეგ.

მამა გიორგი ისევ თავის აზრზე არის, რომ ეს შეთქმულება იყო ჩემს წინააღმდეგ. ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულბა არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. ვინც ეს დაგეგმა და შეთხზა მომავალში გაცხადეება. ის არის ბოროტი ადამიანი, იმიტომ რომ ამას სხვა ვერავინ მოიფიქრებდა” – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

“მამა გიორგი ძალიან დათრგუნულია, როგორც გვითხრა, გულის პრობლემები აქვს. მგონი დიაბეტი დაუდგინეს. ითხოვს ერთადერთს, რომ ვარ სრულიად უდანაშაულო და არ ვითხოვ შუამდგომლობას და პატიებას, უბრალოდ მომეცით ზიარების უფლებაო”, – განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა.

https://youtu.be/32AzZbXrv8Q

banner
წინა სტატიაშიმერიაში ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება – კალაძე
შემდეგი სტატიაუკრაინიდან დეპორტირებულ მიხეილ აბზიანიძეს ბინადრობის ნებართვა გააჩნდა