(video) მეწყერი ჩამოწვა ღამის 3 საათზე და იმ სტიქიასთან იმას შეხება არ აქვს

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მეწყერი ჩამოწვა ღამის 3 საათზე და იმ სტიქიასთან იმას შეხება არ აქვს,” – ეს კომენტარი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის მოვლენებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატმა გააკეთა.

ზაზა ხუციშვილი ახალდაბის მონაკვეთს გულისხმობს და განმარტავს, რომ იმ ტერიტორიიდან 100 მეტრში აქვს აგარაკი და კარგად იცის ამ ფაქტის შესახებ.

რამდენად იყო გათვალისიწინებული რისკები და შეიძლებოდა თუ არა ნაკლები მსხვერპლი მიგვეღო, მთავრობას უფრო ოპერატიულად რომ ემოქმედა, ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტის შეკითხვაშივეა შეცდომა.

„იმ მეწყერზე ნასეირნები ვარ სამჯერ, ვერემდე არც ჩასულა ის მეწყერი,“ – აღნიშნა ხუციშვილმა.

https://youtu.be/tDE1f5PfFhk

banner
წინა სტატიაში(video) კახა კალაძე ჟურნალისტს: „სარკეში ჩაიხედეთ, რას გავხართ?!“
შემდეგი სტატია“თუ საქმის კვალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, შეიცვლება”- თეა წულუკიანი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე