ვიდეომასალა ყველაფერი იყო ხუმრობა-ბექა რუსიას საქმეზე წვევამდელის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა

ბექა რუსიას საქმეზე ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ორი წვევამდელის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. ჯარისკაცები ბექა რუსიასთან ერთად, მუჟავაში საგუშაგოზე მსახურობდნენ.

რამდენიმე საათიანი დაკითხვიდან გამოსულების თქმით, მთავარი კითხვები სკანდალურ კადრებს ეხებოდა, რომელიც რუსიას მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

„ვიდეო მასალა ყველაფერი იყო ხუმრობა. არაფერ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი,“ – განაცხადა ერთ-ერთმა წვევამდელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.

პროკურატურაში მისვლამდე წვევამდელები რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო უწყებაში ჯარისკაცები პოლიციის მანქანით მივიდნენ, რასაც რუსიების ოჯახისა და ადვოკატის პროტესტი მოჰყვა.

„პოლიციაში არანაირი საქმე არ ჰქონდა პროკურატურის გამოძიებაში არსებულ საქმეზე დასაკითხ მოწმეებს. პოლიციის მიერ მათი მოყვანა კანონსაწინააღმდეგოა, არანაირ პროცესუალურ ნორმებში არ ჯდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა სასურველი შედეგების მისაღწევად,“ – აცხადებს რუსიების ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.

რუსიები პროკურატურას რეალური დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენერალური პროკურორის ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილი პასუხობს
შემდეგი სტატიატრაპზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს