(ვიდეო) მანანა კობახიძე: მე შეიძლება ასეთი ეჭვი გამიჩნდა და ეს შეიძლება ვთქვი ჟურნალისტთან…

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ

მე შეიძლება ასეთი ეჭვი გამიჩნდა და ეს შეიძლება ვთქვი ჟურნალისტთან, თუმცა ერთი წუთითაც არ ვანანობ-ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა.

https://youtu.be/NxEWvIEKdgU

კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა საკუთარი განცხადება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ განცხადების გაკეთებისას იქცეოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანივით.

“გამიჩნდა შინაგანი განცდა, რომ ეს არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, გააზრებული დაპასუხისმგებლობის მქონე ადამიანის ნათქვამი,”-განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატმა თქვა, რომ მან საკუთარი პოზიცია არა საჯაროდ, კომენტარის დასრულების შემდეგ არაფორმალურ გარემოში დააფიქსირა, თუმცა ჟურნალისტმა ეს საუბარი ჩაიწერა და შემდეგ ეთერში გაუშვა.

https://youtu.be/VXeZiVlE4Fo

banner
წინა სტატიაშიმე დავამარცხებ სიკვდილს!-გია მაისაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიააფხაზეტის დე-ფაქტო პრემიერი გადადგა