(video) მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაშიო..

მოძრაობის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე ისაუბრა. ხაზარაძემ თქვა, რომ პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა:

“დეკემბერში, ერთ-ერთმა ამერიკულმა უზარმაზარმა საინვესტიციო კომპანიამ, დაამთავრა ანაკლიის თემის შესწავლა და პრინციპული თანხმობა გვითხრა ინვესტიციის ჩადებაზე. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენ, არსებულ უცხოელ და ქართველ ინვესტორებს 75 მილიონი დოლარი გვაქვს ჩადებული კომპანიაში, 400 მილიონი გამზადებულია შემოსასვლელად, ბანკების დაფინანსება. კომპანიის სახელს ვერ დავასახელებ, არ მაქვს ამის უფლებამოსილება, მაგრამ დადგება ამის დროს. შევხვდი ამ კომპანიის თავმჯდომარეს ნიუ იორკში. შევთანხმდით არა მარტო ანაკლიაში ინვესტირებაზე, არამედ ხელი ჩამოვართვით, რომ ისინი გახდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სხვა პროექტებში. იქვე დაავალა თავის დირექტორს, რომ დავხუროთ ფინანსურად თემა. ერთი კვირა გადის – არ ჩანან, ორი კვირა გადის – არ ჩანან.

ამბობენ, რომ მესამე კვირას ჩამოვდივართ, ვხვდებით თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ვუთხარით რომ წავყვებოდით მაგრამ, ასე გვითხრესო, რომ მარტო შევხვედროდითო. მე არ ვიცი ვის შეხვდნენ. მიახლოებით ეჭვი მაქვს. ასეთი გზავნილი გვითხრეს – ჩვენ გვითხრესო, რომ თქვენ აქ სასურველი არ ხართო. თავი შეიკავეთ ინვესტირებაზე. ამის შემდეგ გამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო და ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებს ანაკლიაზე. მეორე დილას, იგივე პიროვნება, ამ ფონდის გენერალური დირექტორი, გვირეკავს ვაშინგტონიდან და გვეუბნება – შევხვდი დილას პრემიერ ბახტაძეს და გვითხრეს მწვანე გაქვთ ანთებულიო. მწვანეს რატო აუნთებ თუ წითელი არ იყო ანთებული? ჩვენ განვაახლეთ და თვენახევარში დავხურეთ თავიდან ეს შეთანხმება. აგვისტო მოდის, გვირეკავენ, ისევ დაგვიკავშირდნენ თქვენი მთავრობიდანო. ამის შემდეგ წაგვიყენეს ბრალი, სამი ბრიფინგი ჩაატარეს, მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ საქართველოში ფული გაათეთრეს ბადრიმ და მამუკამ. ყველა პარტნიორს გააგებინეს.” – ამბობს ხაზარაძე.

ეს არის ბიძინა ივანიშვილი მიერ დაწყებული კამპანია, სხვისი ხელებით, თავისი თანაგუნდელების ხელებით. მე ვთვლი, რომ ეს არის რუსული ზეგავლენა. რუსეთისთვის ანაკლია არის ჭიშკარი, რომლითაც ისინი აცდებიან რუსეთის ტრანზიტს.

ივანიშვილის ვალდებულებები რუსეთთან, ასევე. სახელმწიფო მდივანის პომპეოს განცხადებას თუ შევხედავთ, დიპლომატებმა დამიდასტურეს, რომ არ არსებობს ამხელა რანგის სახელმწიფო მდივანი ახსენებდეს კონკრეტულ პროექტს, მან ჩამოთვალა და თქვა რომ განავითრეთ ემოკრატია, სასამართლო და ააშენეთ ანაკლია, ოღონდ არა რუსეთთან და არა ჩინეთთან ერთად“ – აცხადებს ხაზარაძე,

მისივე თქმით, შემთხვევით არ მომხდარა, რომ ივანიშვილმა რუსეთიდან 6 მილიარდი წამოიღო. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილის ფულის წარმომავლობა უცნობია და ის საქართველოში სხვა ინვესტორს შეგნებულად არ უშვებს.

„ივანიშვილს იმიტომაც შემოაქვს ინვესტიციები პანამიდან, რომ მისი ფულის წარმომავლობა უცნობია.

ნახეთ სტატისტიკა, 54%-ით დავარდა საგარეო ინვესტირება საქართველოში. უცხოელი ინვესტორი არ შემოდის, 5 ინვესტორი მოვიყვანეთ და რა მოხდა – 25 დეკემბერს რომ დამიბარეს პროკურატურაში და მეუბნებიან რომ ფულის გათეთებაზე ვარ მოწმედ დაბარებული. ვუთხარი კიდეც, რომ ეს სადმე არ წამოგცდეთთქო, რადგან 19 იავნარს ანაკლიის პროექტს ფინანსურად ვხურავთ. 8 ინვარს შობის მეორე დღეს, გამოდის ერთერთ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და შემდგომ პროკურატურ აკეთებს ბრიფინგს ,სადაც ამბობს, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დავიბარეთ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული ბრალდება საერთაშორისო პარტნირებისთვის და ეს საქმე გაჩერდა. ამის შემდეგ კიდევ მეორე ბრიფინგი ჩაატარაეს და ჩაითრიეს 4 კომპანიის ვარდნა მოხდა ლონდონის ბირჟაზე. ის, რომ ქვეყანაში ინვესტორი ვერ შემოდიოდა, ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით“ – აცხადებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი.

2017 წელს ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მან უთხრა, რომ პროეტქს უნდა შეშვებოდნენ:

“მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ “იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე… რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ “იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი კვირიკაშვილი გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო…ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო,”-ამბობს ხაზარაძე.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/685455028647435/?t=4364

 

banner
წინა სტატიაშიანაკლიის სტრატეგიული პროექტი გააჩერეს
შემდეგი სტატია“ამერიკას რა უნდა შავ ზღვაში” – ივანიშვილის ეს სიტყვები არის რუსული დოქტრინის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ძირითადი იდეის რენეგატული რეცეპცია საქართველოში