(+ვიდეო) კორცხელში მონაწილე პირების ადვოკატის მტკიცებით, სპორტსმენები ხელკეტებით სცემეს

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც მისივე განცხადებით, ჩანს როგორც სცემენ ხელკეტებით უცნობი პირები სპორტსმენებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ ჩანაწერს წარადგენს როგორც მტკიცებულებას და გააცნობს ბრალდების მხარეს.

„ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით “ქართული ოცნების” აქტივისტებს, კერძოდ სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით”,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ის მიმართავს გამოძებას, რომ ვიდეოს მტკიცებულების სახით წარდგენის შემდეგ მოხდეს მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს მიეცეთ სამართლებრივი შეფასება.

“გამოძიების დაწყების დღიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მათ მიმართ ხელკეტებით ცემას და წინააღმდეგობის გაწევას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ არაერთი პირი მოქმედებს”,- აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიიორდანიაში ლტოლვილთა ბანაკს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია“მის აშშ” შავკანიანი გახდა