(video) კოკოითმა თიბილოვის გადაყენების მოთხოვნით აქცია გამართა

დღეს, 19 მარტს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ყოფილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადაყენების მოთხოვნით აქცია საკუთარი შტაბის ეზოში გამართა. საქმე იმაშია, რომ 9 აპრილს დანიშნულ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე კოკოითი არ დაარეგისტრირეს როგორც კანდიდატი.

დღესვე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნების გაპროტესტება დაიწყო. ცხინვალში ალან ჯიევას პროსპექტზე შეკრებილებმა დღეს დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვისაგან კონსტიტუციის დაცვა მოითხოვეს. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრიროს ედუარდ კოკოითი, აპროტესტებენ. “ედუარდ კოკოითის გარეშე არჩევნები არალეგიტიმურია! ლეონიდ თიბილოვ, არ შეიძლება საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და კანონის დარღვევა! ჩვენ ველოდებით!” ასეთი მოწოდებები ჰქონდათ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

 

https://youtu.be/3HCkYN62ULw

banner
წინა სტატიაში(video) ცხინვალის მოსახლეობა კოკოითის გარეშე დანიშნულ არჩევნებს აპროტესტებს
შემდეგი სტატია„დაკავებისას მუხლებზე იდგა და უმოწყალოდ სცემდნენ!“ – ელისო კილაძის ემოციური პოსტი