(video) კლინტონმა ესპანურენოვანი წინასაარჩევნო რგოლი გამოაქვეყნა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა ესპანურ ენაზე წინასაარჩევნო ვიდეო-რგოლი გამოუშვა -ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
ერთ-ერთ რგოლში სახელწოდებით “ქვეყანა პირველ ყოვლისა” კლინტონის მოწინააღმდეგე, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპია გაკრიტიკებული.
“მთელი ჩემი ცხოვრება რესპუბლიკელი ვიყავი, მაგრამ პირველ ყოვლისა, მე ამერიკელი ვარ. ტრამპს მივცე ხმა? არ შემიძლია” – ამბობს ვიდეოში ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს ვაჭრობის მინისტრი კარლოს გუტიერესი.
სატელევიზიო რგოლს მაიამიში აჩვენებენ.
მეორე ვიდეო-რგოლში, სახელწოდებით, “რეალური ძალა”, კლინტონის ბრძოლაზეა საუბარი ოჯახის აშშ-ში კეთილდღეობისათვის. აქაც ხაზგასმულია ტრამპსა და კლინტონს შორის განსხვავება.
“ჰილარი კლინტონს ესმის, რომ ნამდვილი ძალა იმაშია, შენ რას აკეთებ სხვისთვის” – ამბობს დიქტორი ვიდეო-რგოლში.

 

https://www.youtube.com/watch?v=jGjdtIx1VPU

banner
წინა სტატიაში“დარისპანის გასაჭირი“ აზერბაიჯანულ ენაზე და დარისპანის თურქი შემსრულებელი თბილისში
შემდეგი სტატიაირანმა მუსლიმურ ქვეყნებს გაერთიანებისა და საუდის არაბეთის დასჯისკენ მოუწოდა