(video) კიევში საქართველოს შეიარაღებული მოქალაქე დააკავეს

უკრაინის დედაქალაქში საქართველოს შეიარაღებული მოქალაქე დააკავეს, რომელიც ტაქსისტისთვის მანქანის წართმევას აპირებდა და მას დამალვაში დახმარებას სთხოვდა.
სამართალდამცველების თქმით, მამაკაცს გაზის იარაღი ჰქონდა. ის სწრაფი რეაგირების პოლიციამ დააკავა, რომელიც იმავე რაიონში პატრულირებდა.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც კიევში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში(video) სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, იტყვის თუ არა უკრაინის მოქალაქეობაზე უარს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში
შემდეგი სტატია„მრცხვენია ყველას ნაცვლად, ვინც არ ელოდებით ხინჩეგაშვილის კომენტარს, ისე აცვით ჯვარს“