(video) კიევში მანქანის აფეთქების შედეგად ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

კიევის ცენტრში აფეთქების შედეგად ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ უკრაინულ ტელეკომპანია 112-ს უკრიანის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ჟურნალისტი რადიო “ვესტის” წამყვანი იყო და გამოცემა “უკრაინსკაია პრავდასთან” თანამშრომლობდა.

ავტომობილი “უკრაინსაკაია პრავდას” ხელმძღვანელს ელენა პრიტულას ეკუთვნოდა, რომელიც აფეთქების მომენტში მანქანაში არ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიEBRD-ი “რუსთავის აზოტს” 155 მლნ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : რეგულაციის გარეშე ვერ ვახერხებთ მედიკამენტების ქვეყნის გარეთ გატანას