(VIDEO) „ყრილობაზე ხალხი მოვა და თავის სიტყვას იტყვის”- სააკაშვილი

„ყრილობაზე ხალხი მოვა და თავის სიტყვას იტყვის,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის შესახებ ისაუბრა.

„ყრილობაზე ხალხი მოვა და თავის სიტყვას იტყვის, ყრილობაზე ხალხი მოვა და იქნება დებატები და კამათი, ყრილობაზე ხალხი მოვა და ახალ გეგმებს დასახავს. თუ მათ მიაჩნდათ, რომ სიმართლე მათ მხარეზეა, სიმართლეს უნდა დაცვა, მე ყოველთვის ჩემ სიმართლეს ვიცავ, სად უნდა დაიცვა შენი სიმართლე თუ არა შენი მრავალათასი თანამებრძოლის წინ, როცა დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, თუ არ ხარ დარწმუნებული, მაშინ უნდა იმოქმედო, იმ მეთოდებით, როგორც მათ იმოქმედეს, წავიდნენ ბრძოლის ველიდან, მათ წინასწარ აღიარეს დამარცხება. ჩემი აზრით, ეს მათი დამარცხება არ არის ჩემთვის, ეს არის ივანიშვილის დამარცხება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=chV8jDIdvX0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე “პარტია ევროპული” საქართველო შეიქმნა, მე არ ვიცოდი
შემდეგი სტატიასესხების ლარიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება