(video) ხელისუფლებასთან ხიდების აგება არ იგეგმება – ბიბილაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-7 ყრილობას სიტყვით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა მიმართა. ზაზა ბიბილაშვილმა ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაზე ისაუბრა და შეაფასა ,,გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებაც. ბიბილაშვილის თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი ,რომ ხელისუფლება დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯებს,

“არანაირი ხიდების აგება არ იგეგმება ხელისუფლებასთან, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ბედუკაძით, რაფალიანცით, რომელმაც მართა თათუხაშვილით და კიწმარიშვილით და სიმწრით ნაშენი სახელმწიფო „უბირი ოლიგარქის სათამაშო ეზოდ აქცია.“-განაცხადა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა შეკრებილებს პარტიის ძირითადი მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ის, რომ შეცვალონ ის მოცემულობა, რაც რუსმა ოლიგარქმა თავს მოახვია ქვეყანას.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს განათლებას. ცოდნა ჩვენი ხალხის მთავარი სიმდიდრეა,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=BDn42CBPdAc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭოს წევრები დაამტკიცა
შემდეგი სტატიალარი გაუფასურდა