(+ვიდეო) ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, სადაც ორ აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატის ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტია დაფიქსირებული. შემთხვევები თემქისა და ნაძალადევის რაიონებში მდებარე აფთიაქებში მოხდა.

დღეს გამართულ პრესკონერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 2 აგვისტოს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა ორ აფთიაქში ურეცეპტოდ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. 4 აგვისტოს კი, ორივეს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველდ სასამართლოს გადაეგზავნა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკონ, ყველა ზარზე უწყება რეაგირებას მოახდენს.

https://www.youtube.com/watch?v=5qThFBHlako&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშილეჩხუმისა და სვანეთის მაღალმთიან სოფლებში სხვადასხვა კულტურის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობას ეწინააღმდეგება