(video) ივანიშვილის რეჟიმი, მაფიოზა ფეხბურთელებს, კალაძეებს, ყაველაშვილებს, კობიაშვილებს, უხდის 270 მილიონს

ფეხბურთში არსებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და სპეციალური კომისიის შექმნის მიზნით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია მიმართავს.

ნათელაშვილის თქმით, საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით 265 მილიონი არამიზნობრივად იხარჯება და ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება.
„ჩვენი ბიუჯეტიდან, ივანიშვილის რეჟიმი, მაფიოზა ფეხბურთელებს, კალაძეებს, ყაველაშვილებს, კობიაშვილებს, უხდის 270 მილიონს. მივმართავთ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, გამოყონ სპეციალური კომპეტენტური კომისია, რათა შეისწავლონ საქართველოს ფეხბურთში არსებული მაფიოზური კლანების დანაშაულებრივი საქმიანობა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

https://youtu.be/7mfe8-VeB1M

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: ეს არის დიდი, ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულები