(video) ივანიშვილი, კალაძე და ფარცხალაძე კლასიკურ მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2017 23:29

(video) ივანიშვილი, კალაძე და ფარცხალაძე კლასიკურ მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, გენერალურ აუდიტორზე მომხდარ ძალადობას აფასებს. ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, ადანაშაულებს.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ყოფილი პროკურორი ძალოვან სტრუქტურებს კვლავ აკონტროლებს. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ის ფორმალურად გადააყენა, როდესაც ცნობილი გახდა მისი კრიმინალური წარსული.

„არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, თავისი ფარცხალაძეებისთვის, კალაძეებისთვის, რომლებიც კლასიკურ მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ, არ არსებობს წინაღობა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი, რადგან ისინი კალაძეს და ფარცხალაძეს არ ეთანხმებიან.

„მე პირადად ვარ ჩართული, ჩემს მეგობრებთან ერთად, იდენტიფიცირებაში ყველა იმ საძმოების და დაჯგუფებების, რომელიც იქმნება ყველა მსხვილ ქალაქში,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ ელის ფარცხალაძის დასჯას და ასევე გამორიცხავს, რომ საგამოძიებო ორგანო საქმის გადაკვალიფიცირებას მოახდენს. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია კრიმინალებს უნდა დაუპირისპირდეს.

https://youtu.be/ZFgycttUeSM

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2017 23:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics