(video) იტალიელმა მილიონერმა ტრუსით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იცეკვა

6იტალიელმა მეწარმემ და მილიონერმა ჯანლუკა ვაკმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ის ტრუსით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცეკვავს. ვიდეო გუშინ გაავრცელა, მაგრამ მას მილიონნახევარზე მეტი ნახვა აქვს.
ვიდეოს დასაწყისში 49 წლის მამაკაცი მაყურებელს მიმართავს და ამბობს: “მოგესალმებით მეგობრებო. ზოგერ თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი სერიოზულია მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰალსტუხი უკეთია. ბოლოს კი, აღმოჩნდება, რომ თქვენი აზრი ზედაპირულია. და რა მოხდება, თუკი… ” ამბობს ვაკი და სკამიდან დგება. მას აცვია პიჯაკი და პერანგი და ჰალსტუხი და სათვალეები უკეთია, ასევე, აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მხოლოდ ტრუსით ცეკვავს.

ადრე ბიზნესმენმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასევე ცეკვავს. ინტერნეტში მას “მოცეკვავე მილიონერს” ეძახიან.

https://www.instagram.com/p/BLeaWEkD-8v/

 

banner
წინა სტატიაშიტრამპმა სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებები უარყო
შემდეგი სტატიარონალდუ: მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ