(video) “ისლამური სახელმწიფოს” რუსი ტყვე-ოფიცრის მიმართვა პუტინს

დღეს, 20 სექტემბერს “იუთუბზე” გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც თითქოს რუსი ოფიცერი ირწმუნება, რომ ის “ისლამურმა სახელმწიფომ” ტყვედ აიყვანა – ვიდეო ბოევიკების რუსულენოვანმა მედია Furat-მა გაავრცელა, რომელმაც, ასევე ჩაწერა ვიდეო-მიმართვა.
ვიდეოზე ტყვე, სახელად ევგენი პეტრენკო ამბობს, რომ ის რუსეთის ფედერალური ძალების მეორე ოპერატიული განყოფილების უშტატო თანამშრომელია.
რუსი ჟურნალისტების ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ პეტრენკო ამბობს, თითქოსდა ის “ხალიფატის უშიშროების სამსახურმა დაიჭირა”, მაგრამ არ ამბობს კონკრეტულად სად.
ასევე ის, რომ პეტრენკოს მიერ ვიდეოში დასახელებული მისამართი არ არსებობს.
მიმართვაში მამაკაცი რუსეთის პრეზიდენტს და რუს ხალხს სთხოვს ყველა შესაძლებელი გზა გამოიყენონ მის დასახმარებლად.

https://youtu.be/EBI1ovXcDa8

banner
წინა სტატიაშიჯორჯ ბუშ-უფროსი ხმას ჰილარი კლინტონს მისცემს
შემდეგი სტატიალუკაშენკო: რუსეთის ზეწოლას არ მოვითმენთ… ის უკვე ზღვარს გასცდა…