(video) ირმა ნადირაშვილმა „თაიმერის“ გახმაურებულ „ნარუშილოვკების“ სკანდალზე შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს პასუხი მოსთხოვა

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

 

ირმა ნადირაშვილმა „თაიმერის“ გახმაურებულ „ნარუშილოვკების“ სკანდალზე შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს პასუხი მოსთხოვა
„რომელი იტყუებით?“ – ამ კითხვით დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატმა ე.წ. ნარუშილოვკების სკანდალის შესახებ განსხვავებული და ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაცია მიიღო.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლევან იზორია, სუს-ის ანგარიშს გვაცნობდა, მე მას ვკითხე – როგორ დასრულდა იმ პირის საკითხი, რომელმაც მის ძმას ნარუშილოვკა შეაჩეჩა. მაშინ იზორიამ თქვა, რომ იმ პირმა პსუხი აგო და სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შემდეგ შს სამინისტროდან გამოვითხოვე ინფორმაცია, სადაც პასუხად მივიღე, რომ ამ თემაზე გამოძიებას აწარმოებდა პროკურატურა და თანამდებობიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. ვისარგებლებ შემთხვევით, ორივე აქ იმყოფებით, შეგიძლიათ მითხრათ, რომელი იტყუებით?” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა. დეპუტატის ამ კითხვას შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა არ უპასუხა, ლევან იზორიას განმარტებით კი, მას არ უთქვამს, რომ ის პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. “მე ვთქვი, რომ გამოძიების პროცესი მიმდინარეობდა. შედგა გამოკითხვა, გამოიკითხა ჩემი ძმაც. მე თამამად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეში არცერთ თანამდებობის პირს წვლილი არ მიუძღვის,” – განაცხადა იზორიამ, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია.
შეგახსენებთ: თავის დროზე „ნარუშილოვკების“ სკანდალი „თაიმერმა“ გაახმაურა.

 

https://youtu.be/rNyg4ksvWVA

 

https://youtu.be/VJW7PGz6j-k

 

 

banner
წინა სტატიაში“ემზარ კვიციანი შესაძლებელია, სახელმწიფოსთვის იყოს საფრთხის შემცველი”
შემდეგი სტატიამინდა, დღეს ჩემი გამოსვლა იყოს, პირველ რიგში, ერთგვარი ანგარიში საზოგადოების წინაშე ჩვენი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ