(Video) ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “ვასმედია” ტვ „იმედმა” შეაჩერა

„ვასმედია”, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს გადიოდა, გუშინ ეთერში აღარ გასულა. გადაცემისპროდიუსერები ამბობენ, რომ გადაცემა ეთერში ფორმატთან დაკავშირებული ცვლილებების გამო არ გავიდა. მათი ინფორფმაციით, გადაცემა ეთერში ფორმატის ცვლილებების დასრულებამდე არ დაბრუნდება.

თავად გადაცემის წამყვანს, ვასიკო ოდიშვილს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით შოუს ეთერიდან მოხსნა 30 სექტემებრს გასულ გადაცემას უკავშირდება, რომელშიც წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარე, ირკალი კობახიძე გააშარჟა.

კობახიძეს გადაცემის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა კითხეს. პარლამენტის თავმჯოდმარე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს- „არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს.”- აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიEdison Research-ის კვლევა არის პარტიული – გიორგი ვოლსკი
შემდეგი სტატიახელისუფლებისთვის ყველა მტერია, ვინც მას ოპონირებას უწევს – გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება