(Video) ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს შეახსენა, რომ მწვანე ღილაკი თანხმობას ნიშნავს, წითელი კი უარყოფას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების კენჭისყრის დაწყებამდე კანონმდებლებს შეახსენა, რომელი ღილაკი ნიშნავს მხარდაჭერას და რომელი – წინააღმდეგ წასვლას.

„მწვანე არის თანხმობა, წითელი – უარყოფა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე პირველი კენჭისყრისას ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს. მმართველი გუნდის წევრების თქმით, დეპუტატების ნაწილს აერია, რომელი ღილაკი ნიშნავდა თანხმობას.

banner
წინა სტატიაშინუ ვიქნებით სუბიექტურები და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა პოლიტიკურია – რომან გოცირიძემ
შემდეგი სტატიაპარლამენტმა მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა