(Video) ირაკლი კობახიძე : „მედიაპლურალიზმი „ქართული ოცნების“ მიღწევაა და აუცილებლად დავიცავთ მას“

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტიელბაზე კომენტირებისას, მედიაპლურალიზმის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების მიღწევა, ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე, იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია 2012 წლის შემდეგ, ანუ მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და ის მიღწევა, რომელიც სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება პირველრიგში, აქედან გამომდინარე ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული, პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივია ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტიელაბ რაც მიიღო, ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, უნდა იყოს დაცული მედიაპლურალიზმი, მნიშვნელოვია იყოს უზრუნველყოფილი მედიაში ოპონირება, ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=J7crh3ACwyg&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელსაც ცხრავე მოსამართლე აწერს ხელს
შემდეგი სტატიაამ წუთებში 112-ის შენობასთან ახლოს “მიცუბიშის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა