(ვიდეო) ირაკლი კობახიძე-ამ კველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 5, 2016 12:34

(ვიდეო) ირაკლი კობახიძე-ამ კველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული

“მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ბრალდებები ქართული ოცნების და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე. გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკარტიული საარჩევნო პროცესისთვის” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://youtu.be/VxDXoU7leys

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 5, 2016 12:34

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics