(video) ინაუგურაციაზე დასასწრებად პრემიერი მივიდა – ბახტაძის განცხადება

ინაუგურაციაზე დასასწრებად თელავში პრემიერ მინისტრი ჩავიდა. მამუკა ბახტაძე ბატონის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა. მან ინაუგურაციაზე, ახალ საკონსტიტუციო მოწყობასა და მმართველობითი სისტემის ცვლილებაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ქვეყანა ინაუგურაციის შემდეგ საპარლამენტო მმართველობის, დემოკრატიულ მოდელზე გადადის,. რაც შეეხება ოპოზიციის აქციას და დაპირისპირებას, რომელსაც ველისციხეში აქვს ადგილი, ბახტაძე ამბობს, რომ ინაუგურაცია აუცილებლად ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, მისივე თქმით, ამავე დროს კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლება ყველას აქვს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პოლიციამ ოპოზიციას ალტერნატიული გზა შესთავაზა.

https://www.youtube.com/watch?v=mtZrrkazH6Q&feature=youtu.be&fbclid=IwAR2VaXepm7FrU8b1yRStaOQCKNt3eZ_x9J_OtGERvXPbu2eGmFCBGbVUm-E

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომიტინგეთა თელავის მიმართულებით გადაადგილება,
შემდეგი სტატიასხვა ქალაქში ჩაგვკეტეს, არანაირი ახსნა-განმარტება ამას არ მოეძებნება – ნიკა მელია