(video) გიორგი მღებრიშვილი გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნას დაესწრო

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის – „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
” არ არის მარტივი პერიოდი, ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ – 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, იქნება ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით,” – აღნიშნა პრემიერმა.

ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფი – მოთხილამურე პატრული დაიცავს. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს.

https://youtu.be/RBLPorijlSE

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ატომურ მარათონში აშშ-ს მზაობაზე განაცხადა
შემდეგი სტატიაჟურნალისტი გიორგი გასვიანი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო