(video) გიორგი მარგველაშვილი – ქართველმა ხალხმა კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა აქციოს

(video) გიორგი მარგველაშვილი - ქართველმა ხალხმა კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა აქციოს

margსაქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს- დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.საზეიმო მიღებამდე კი საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.
“25 წლის წინ ჩვენმა თაობამ შეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. იმ დღიდან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა. თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს თავისუფალი ადამიანებისაგან შექმნილ თავისუფალ საზოგადოებას და იმ შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომელიც ამ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს.

ჩვენი კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა ვაქციოთ, ამიტომ ამ სულისკვეთებით ეს წელი “ევროპული სახელმწიფოს წლად” გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, ჩვენ შევქმენით თავისუფალ ქვეყანას.

ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოცდა გველის წინ, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტები წარმატებით ჩავატარებთ. ეს იქნება კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული გამარჯვების ნაბიჯი ამ გზაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავალ გამარჯვებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საზეიმო მიღებამდე კი საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიჩერნოგორიაში მთავრობის სახლს ტუალეტის ქაღალდები ესროლეს
შემდეგი სტატია2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული – თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა